საავტომობილო გადაზიდვები
„აი ელ ეს“–ი კლიენტებს სთავაზობს საავტომობილო გადაზიდვებს მანქანების სრული დატვირთვით და ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირებას.
საავტომობილო გადაზიდვები ხორციელდება თურქეთიდან, დ.ს.თ–ს, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში და პირიქით.
ნაკრები ტვირთებისათვის შუალედური საწყობები განლაგებულია ევროპაში: გერმანიასა და ბულგარეთში, ხოლო თურქეთში ქ. სტამბულში.
საჰაერო გადაზიდვა
სასწრაფო ტვირთის შემთხვევაში, საჰაერო გადაზიდვა ძირითად სატრანსპორტო საშუალებად განიხილება. „აი ელ ეს“–ი გთავაზობთ საჰაერო გადაზიდვებს მთელი მსოფლიოდან საქართველოში, ასევე ექსპორტს საქართველოდან.
საზღვაო გადაზიდვა
ჩვენი კომპანია თანამშრომლობს საზღვაო ხაზებთან და უზრუნველვყოფთ როგორც სრული, ასევე ნაკრები ტვირთების კონტეინერებით ტრანსპორტირებას. ფოთისა და ბათუმის პორტებში საზღვაო ტრანსპორტით მიღებული ტვირთების მიწოდება შესაძლებელია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და პირიქით.